ვახტანგ გომელაური: დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებული იყო მტკიცებულებები გენინსპექციაში, ან პროკურატურაში წაეღო, 6 წელი თუ დევნიდნენ, როგორ მუშაობდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის განახლებული ცენტრ – 112-ის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაური მედიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. უწყების მინისტრის განცხადებით, თუ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული ნახა და უკანონო ბრძანება მიიღო, გენერალური ინსპექციისთვის, ან პროკურატურისთვის უნდა შეეტყობინებინა.

„ეს ფაქტი მაშინ როდესაც მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ რა თქმა უნდა, რომ ინციდენტი მოხდა უმნიშვნელო – მე ასე დავარქმევდი. ასეთი პრეცედენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც აქციების დროს, როდესაც ამაზე 10-ჯერ მძიმე ფაქტები ხდება და არ ვაკავებთ.
რა თქმა უნდა ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო, აგრესიული გახდა ეს ადამიანი. ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს, რატომ გახდა აგრესიული. ეს ადამიანი, როგორი ადამიანია მე ამის შეფასებას თავს უფლებას არ მივცემ, ოჯახმა თავად გააკეთა განცხადება.
მოხდა ეს პრეცედენტი 6 წლის წინ. ეს ვიდეო შენახული ჰქონდა თუ რა იყო, მე ნამდვილად არ მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, თუ სხვა გვარი.
რაც შეეხება დევნას – რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივ საპატრულო პოლიციაში და მას უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა.
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ მან ნახა რომ დანაშაული იყო, ის ვალდებული იყო წაეღო მტკიცებულებები ან გენინსპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა ვითომ „თავდაცვის“ მიზნით. ვინ დევნიდა? 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ მისმა მეუღლემ დაიწყო მუშაობა უწყებაში. როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი, უსაფრთხოების სამსახურისგან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმუშავებდა კიდევ ?! რაც ამ ადამიანმა გააკეთა ახლა, დღეს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია მისი საქციელი. მოქალაქის ქმედებაც მოსაწონი არ არის, რა თქმა უნდა. პატრულ-ინსპექტორმა უნდა დასაჯოს ის. თუ არასწორი მითითება მისცა მისმა ხელმძღვანელმა, უნდა გაესაჩივრებინა და არა შეენახა. მინისტრის მოადგილის მძღოლი არ არის უფროსი არცერთი პატრულის თანამშრომლის, ჩემი მძღოლიც არ არის არცერთი პატრულ-ინსპექტორის უფროსი.
პროკურატურაში შეიტანა ამ ადამიანმა, იმედია სრული ვიდეო ექნება შენახული, სრული ვიდეო თუ არ წაშალა, რაც თვითონ არ აწყობდა ამ პატრულის თანამშრომელს. პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები