მედისონ სკვერ გარდენში, თამაშის დაწყბამდე, კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
ნიუ-იორკში „ნიქსის“ გუნდმა, მედისონ სკვერ გარდენში, თამაშის დაწყებამდე, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წევრის, ლეგენდარული კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი მიაგო.
41 წლის ბრაიანტი ავიაკატასტროფის შედეგად 26 იანვარს დაიღუპა.
კალათბურთელის კუთვნილი ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასის მახლობლად ჩამოვარდა. საფრენ აპარატში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის სპორტსმენის 13 წლის ქალიშვილი.
ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მან 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში და აქედან 17-ჯერ ზიდიზედ, 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და 2-ჯერ ფინალური სერიის MVP.
კობი მთელი კარიერის მანძილზე – 1996-2016 წლებში “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ღირსებას იცავდა.