კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის, სავარაუდო, მიზეზი დასახელდა

ვერტმფრენი, რომელშიც ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი, ჯანა მარია, იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო ჩამოვარდა.

გამოცემა TMZ, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ადგილზე, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა,ძლიერი ნისლი იყო.

TMZ -მა დისპეტჩერის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. პორტალი აღნიშნავს, რომ პილოტი ამინდთან დაკავშირებულ პრობლემას, პირველად მაშინ წააწყდა, როდესაც ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თავზე მიფრინავდა. აღნიშნული ტერიტორიას მან დაბალ სიმაღლეზე ექვსჯერ გადაუფრინა.

„შესაძლოა პილოტი ვარაუდობდა, რომ ნისლი გაიფანტებოდა“, – ნათქვამია მასალაში.

ჩამოვარდნამდე ვერტმფრენი ერთ ტერიტორიაზე 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ პილოტმა სიმაღლე უეცრად აიღო და რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები