სოფო კილაძე: ვახო იზორიას ვიდეო მის ძმაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გასაჯაროვდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი მის ძმაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ხდება.
“ლევან იზორიას ძმას, როგორც მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც ცნობილია “ნაციონალური მოძრაობისთვისაც” და “მთავარი არხისთვისაც”, თუმცა ვიდეო გასაჯაროვდა, რაც ვფიქრობ არის ძალიან დიდი უზნეობა… მითუმეტეს, როცა ეს ხდება მის ძმაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით,” – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, “მთავარი არხზე“ გასული სიუჟეტის მიხედვით, 2014 წელს პატრულმა ვახო იზორია ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, თუმცა ის ლევან იზორიას ჩარევით გაათავისუფლეს. სიუჟეტში წარმოდგენილი გახლავთ პატრულ-ინსპექტორის ინტერვიუ და კამერის ჩანაწერი, სადაც ლევან იზორიას ძმა სამართალდამცველს აგრესიული ტონით ესაუბრება.