მამუკა ხაზარაძე: არ უნდა დავუშვათ ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება ციხეებში

„ალექსანდრე სელეპანოვი არის „ლელოს“ წევრი და შესაბამისად მას აქვს ძალიან დიდი ისტორია, როდესაც იგი იხდიდა სასჯელს. მან შიგნიდან იცის ის მანკიერი მდგომარეობა, რაც ჩვენს სასჯელაღსრულების ორგანოებში ხდება“, – ასე შეაფასა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თანაგუნდელის ბრალდებები პენიტენციური სისტებმის მისამართით. ამის შესახებ ხაზარაძემ ზუგდიდში “ლელოს” ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ის ძველი მანკიერი ტრადიცია, როცა ციხეში შემოდის ე.წ. მაყურებელის ინსტიტუტი არის ფაქტი და ამის შესახებ, შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს ჰკითხოთ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთი ინფორმაცია არ იმალება. არ უნდა დავუშვათ ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება ციხეებში. ეს არის დამღუპველი და ეს არის კატასტროფა. ამიტომ ეს იმად კი არ უნდა იქნეს აღქმული როგორ თქვა, არამედ უნდა იქნეს აღქმული, როგორ გამოსწორდეს და არ დავბრუნდეთ ბნელეთში. მინისტრი, რომელიც იღებს კადრებს და ინახავს, რომ საპარლამენტო დებატებისთვის გამოიყენოს ომბუდცმენის მიმართ ეს არის დანაშაული“,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ალექსანდრე სელეპანოვმა განაცხადა, რომ ციხეებს ე.წ. ქურდული მენტალიტეტის წარმომადგენლები აკონტროლებენ. აღნიშნულ ბრალდებებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები