ექიმი: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს მას გეგმიური გამოკვლევები უტარდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება. როგორც “კვირას” პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, კვლევები გეგმიურია და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

“პატრიარქი გეგმიურ გამოკვლევებს იანვარ-თებერვალში ყოველთვის იტარებს. ილია მეორე ახლა ბათუმში იმყოფება და ამიტომ იქ ჩაიტარებს გამოკვლევებს. კლინიკა კარგი აპარატურითაა აღჭურვილი, რაც თბილისში უნდა ჩატარებულიყო იქ ჩატარდება. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, რაიმე გართულებებს არ უკავშირდება აღნიშნული კვლევები”,-განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები