გია ვოლსკი: აუცილებელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან, რომელიც ესოდენ მძლავრად გვიჭერს მხარს, უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა – გამოცვლაა
აუცილებელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან, რომელიც ესოდენ მძლავრად გვიჭერს მხარს, უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა – გამოცვლაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, საარჩევნო საკითხების მცოდნე მაღალი დონის დელეგაციის აშშ-ში ჩასვლა, რათა კონგრესმენებმა ინფორმაცია პირადად მათგან მიიღონ.
“აუცილებელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან, რომელიც ესოდენ მძლავრად გვიჭერს მხარს, უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა – გამოცვლაა. აუცილებელია, საარჩევნო საკითხების მცოდნე მაღალი დონის დელეგაციის აშშ-ში ჩასვლა, რათა კონგრესმენებმა ინფორმაცია პირადად მათგან მიიღონ. ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რატომ შეიცვალა ეს წინადადება და თავისი წინადადების საკმაოდ სერიოზული დასაბუთებაც გააჩნია ხელისუფლებას. წერილის შინაარსი ცნობილია, დასამალი არაა იგივე შინაარსია, რაც პირველ წერილში იყო. ავტორებს თუ დახურულ რეჟიმში აქვთ წერილი მიწერილი რასაკვირველია, შესაძლოა, დახურულ რეჟიმშივე იქნას შენარჩუნებული. თემა ვიცით, საკითხის არსი ვიცით, პოზიცია საკმაოდ მყარია და ის ფორმულა, რასაც სთავაზობს ხელისუფლება ოპონენტებს არის ისეთი, რომელიც პრაქტიკულად არ დაუშვებს კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე დემოკრატიას დაემუქრა. სასურველია, რომ შევთანხმდეთ და ჩვენი პოლიტიკური ამბიციების გამო, ქვეყნის სტაბილურობა არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. სიტუაციას სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, პროპორციული არჩევნები საკმაოდ დიდ რესურსს აძლევს ოპონენტებს თავისი შეხედულება გაატარონ და ამასთანავე ისინი დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ მაჟორიტარულ არჩევნებშიც ექნებათ საკმაოდ სერიოზული წარმატება. ჩვენ სწორედ იმიტომ ვთავაზობთ რომ 2024 წელშიც მოვრიგდეთ და გადავდოთ პოლიტიკური პარტიის ინტერესი, რადგან თუ ისრაელი გაუძლებს, რაღაც პერიოდი მთავრობის გარეშე ყოფნას, საქართველოსთვის ეს იქნება დამანგრეველი”- განაცხადა ვოლსკიმ.