2019 წელს კომერციული ბანკების შემოსავლები 7.8 %-ით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ჯამური ფინანსური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული 15 კომერციული ბანკის ჯამური საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი 7.8%-ით 4,497,220,229 ლარამდე გაიზარდა.
2018 წელთან შედარებით 4.3%-ით, ანუ 953,635,059 მილიონ ლარამდეა გაზრდილი კომერციული ბანკების წმინდა მოგებაც.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან – 1,958,314,129 ლარის საპროცენტო შემოსავალი (2018 წელთან შედარებით 3%-ით მეტი), იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან კი – 1,184,556,558 ლარის შემოსავალი (2018 წელთან შედარებით 19%-ით მეტი) მიიღეს.
2019 წელს მხოლოდ ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან კომერციულმა ბანკებმა 359,841,896 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2018 წელლი მაჩენებელს 61 %-ით აღემატება.