„40 წლის კაცი ექიმების გულგრილობისა და უყურადღებობის გამო გარდაიცვალა“ – ოჯახი ექიმების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ, რის გამოც 40 წლის პაციენტი, მანუჩარ მაღლაფერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა, მეუღლემ ლელა ლომაძემ და დეიდამ ლეილა ლაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს.

როგორც მაღლაფერიძის დეიდამ, ლეილა ლაბაძემ განაცხადა, პაციენტი კლინიკაში 9 დეკემბერს მაღალი სიცხით მიიყვანეს. ექიმების დიაგნოზით მას პნევმონია სჭირდა, რის გამოც კლინიკაში დააწვინეს. როგორც ლაბაძე ყვება, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, ექიმები აცხადებდნენ, რომ მაღლაფერიძეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

„ვერ სუნთქავდა, გული ჰქონდა ცუდად. რეანიმაციაში დაგვიანებით გადაიყვანეს. ვერც სხვა კლინიკაში წავიყვანეთ, გვითხრეს, კარებამდეც ვერ მიაღწევს ცოცხალი, არ შეიძლება ახლა მისი გადაყვანაო. ექიმების მხრიდან ადგილი ჰქონდა გულგრილობას, უყურადღებობას, არაადამიანურ მოპყრობას. ჩემს დისშვილს კლინიკაში შესვლიდან მე-5 დღეს თირკმელები გაეთიშა, დიალიზის აპარატიც კი არ ჰქონდათ რეანიმაციაში.

მანუჩარი 20 დეკემბერს გარდაიცვალა. ახლა კლინიკა დოკუმენტაციას, პაციენტის ისტორიას არ გვაწვდის“- განაცხადა ლეილა ლაბაძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები