ლიეტუვას პრეზიდენტი: ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა
ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა, – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანა ნაუსედასმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებდა.
“ვწუხვართ, რომ გასულ წელს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებდა. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მიაღწიონ კონსენსუსს და არ მისცენ გარე ძალებს საშუალება, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის უთანხმოება საქართველოსა და რეგიონში არასტაბილური სიტუაციის შესაქმნელად გამოიყენონ,” – ნათქვამია ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადებაში.