გადაუღებელი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა – შეზღუდულია გადაადგილება (ფოტო, ვიდეო)

გადაუღებელი წიმის შედეგად, ბათუმში ბენზეს დასახლებაში ქუჩები დაიტბორა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველი გაწვიმებისას მდგომარეობა უცვლელია. წლების განმავლობაში წყლის დაგუბების გამო გადაადგილება შეზღუდულია.
როგორც შპს ,,ბათუმის წყალში” ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, აღნიშნულ დასახლებაში სანიაღვრე არხები რეგულარულად იწმინდება. მათივე განმარტებით, წყლის ნაკადი დროულად ვერ ასწრებს სანიაღვრეში ჩადინებას, რის გამოც წყლის დაგუბება ხდება. “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ ამოტუმბვითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები