ვატო წერეთელი: “ტვ პირველი” იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები

სამაუწყებლო კომპანია “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს სოციალური ქსელით მიმართავს და მოუწოდებს სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს.

მისივე თქმით, “ტვ პირველს“ ინკასო მოხსნილი აქვს.

“ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.
ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო.
მოდით დავიწყოთ ჩელენჯი – TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.
ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხვინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!”,- წერს ვატო წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები