აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებით სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებენ

აზერბაიჯანში სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელებული მომაკვდინებელი კორონავირუსის გამო, კონტროლი მკაცრდება და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება.

ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

ხველების, დაღლილობის, მაღალი ტემპერატურის, სუნთქვის უკმარისობის ნიშნების მქონე ადამიანების გამოსავლენად, თერმომეტრების გამოყენებით, ტემპერატურის შემოწმება, სამედიცინო გამოკითხვა, ვიზუალური დათვალიერება და სხვა დიაგნოსტიკური ღონისძიებები ტარდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი სიმპტომების მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათი დროებითი იზოლირება მოხდება სპეციალურად შექმნილ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო შემოწმებისთვის არის განკუთვნილი.

გარდა ამისა, ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების დეზინფიცირება ტარდება.

რაც შეეხება საჰაერო გზით ქვეყანაში ჩასულ ფიზიკურ პირებს, მათ მიერ„საერთო დეკლარაციის“შესახებ შევსებული სამედიცინო ცნობა, მებაჟეებს სამედიცინიო-სანიტარული ინფორმაციის სახით გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები