აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიციას 10 000 ხელმომწერი ჰყავს

სამთავრობო პეტიციების პორტალზე, აზარტული თამაშების წინააღმდეგ ინიციატივას, 10 000 ხელმოწერა აქვს. ინიციატივის ავტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეა. მისი განმარტებით, ხელმოწერების საფუძველზე მოდერატორს საკითხის განსახილველად პეტიციის განმხილველი კომისიის სხდომა უნდა ჩაენიშნა.

ინფორმაციის მისაღებად, მოხდა თუ არა ამ სხდომის ჩანიშვნა ანა დოლიძემ სახელმწიფო მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართა.

“ხელისუფლების მხრიდან სადღეგრძელოების დონეზე არის საუბარი აზარტული თამაშების რეკლამასთან მიმართებაში. თუმცა ქმედითი ნაბიჯები დღესდღეობით ჩვენ არ გვინახავს. ეს იმ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახი და მომავალი ეწირება ამ დაავადებას. ხელმოწერების საფუძველზე მოდერატორს საკითხის განსახილველად პეტიციის განმხილველი კომისიის სხდომა უნდა ჩაენიშნა. ჩვენ დღეს მოვედით იმისათვის, რომ რეალურად დავსვათ კითხვა – აპირებს თუ არა 10 000 ადამიანის მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობა პასუხის გაცემას,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები