გაერთიანებული ერების ორგანიზაცია: საქართველოს ეკონომიკა 4.5 %-ით გაიზრდება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმა, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5 %-ით გაიზრდება.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 3.7 %-ით გადააჭარბებს.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზი ასეთია: სომხეთი – 5.4%, ბელარუსი – 2%, საქართველო – 4.5%, ყირგიზეთი – 4.5%,მოლდოვა – 3.9%, ტაჯიკეთი – 6%, უზბეკეთი – 5.7%, უკრაინა – 3%, აზერბაიჯანი – 2.5%,ყაზახეთი – 3.5%, რუსეთი – 1.8% თურქმენეთი – 5.6%.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, გასული წელს გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მშპ-ს ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3%-მდე შემცირდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.