იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორს ვოიჩეხ ფედერჩიკს და ზურაბ  ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა  ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ამ მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლას შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს , რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები