თეა წულუკიანი: საარჩევნო კამპანიაში ჩართვისას თანამდებობიდან გადავდგები თუ არა, ასეთი განწყობა არ მაქვს
მე, თუკი იქნება “ქართული ოცნების” სურვილი ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში წარსულის დაბრუნება არ მოხდეს.
“მე, თუკი იქნება “ქართული ოცნების” სურვილი ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, მე ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობისა იუსტიციის სისტემაში. მე პირადად ვფიქრობ, რომ არის საკმარისი პერიოდი იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა წულუკიანმა.