“ვითიბი ბანკი” საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

“ვითიბი ბანკი”, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას ულოცავს.

ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გადავიდა. თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

“მეექვსე წელია, რაც “ვითიბი ბანკი”, წყალბურთში ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, მოხარულები ვართ რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ნაკრებმა კარგ შედეგებს მიაღწია და ახლაც დიდი წარმატებით ასპარეზობს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სპორტის მხარდაჭერა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ წყალბურთელთა ნაკრებმა, 2019 წლის სათამაშო სახეობებში საუკეთესო ნაკრები გუნდის წოდებაც მოიპოვა, ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებასაც,”- განაცხადა “ვითიბი ბანკის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები