ხულოში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება

ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.

ხულოს მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ვაშლოვანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფები პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან.

საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW -თან ერთად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები