ჰიქმეტ გაჯიევი: ენერგეტიკის სფეროში ჩვენი პრიორიტეტი თანამშრომლობაა და არა კონკურენცია

ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანი თანმშრომლობის და არა კონკურენციისაკენ მიისწრაფვის. ჩვენი პრიორიტეტი თანამშრომლობა და არა კონკურენციაა. ამის შესახებ რადიო France Internationale-ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჰიქმეტ გაჯიევმა განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ,რომ არის თანამშრომლობის რესურსი. ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ევროპაში იზრდება და აზერბაიჯანს აქვს იმის რესურსი, რომ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს, ამავდოულად ხელი შეუწყოს საკუთარ ეკონომიკურ განვითარებას“, – აცხადებს გაჯიევი.
მისი თქმით, „გაზის სამხრეთის დერეფანით“, რომლის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, კასპიის გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება.

გაჯიევის შეფასებით „გაზის სამხრეთის დერეფანი“ ეს ალტერნატიული მარშრუტია, რომელმაც საერთო ჯამში დაახლოებით 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
შეგახსენებთ,რომ „გაზის სამხრეთის დერეფანი“ ორი განშტოებისგან TANAP-ისა და TAP-ისგან შედგება, რომლის მეშვეობითაც კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზის საბადოდან ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპას მიეოდება.
პირველ ეტაპზე TANAP-ის მეშვეობით დაახლოებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება იგეგმება. აქედან 6 მილიარდს თურქეთი ხოლო 10 მილიარდ კუბურ მეტრს ევროპა მოიხმარს. გეგმის თანახმად, 2023 წლისთვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები