არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება
ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შეთანხმდებიან, არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.
„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით რაც მოხდება – არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით”,- განაცხადა თალაკვაძემ.