სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოში უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანია შემოდის, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდს შექმნის და ქართულ სტარტაპებს დააფინანსებს.

კასრაძის განმარტებით,ფონდი სრულიად დამოუკიდებელი იქნება და საქართველოს მთავრობა სელექციის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერევა.
„სილიკონ ველის წამყვანი ტოპ აქსელერატორი შემოდის საქართველოში და რამდენიმე კვირაში გავასაჯაროებთ ამ კომპანიის ვინაობას.შეიძლება ითქვას. რომ მსგავსი ტიპის აქსელერატორი რეგიონის მასშტაბის საერთოდ არ არსებობს“- განაცხადა კასრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები