ონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი შქმერის თემში იმყოფებოდა.
ონიც მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაეწია და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სახელმძღვანელოს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული.
შქმერში, ხარისთვალსა და უშოლთაში მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.