გია ვოლსკი: ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გიორგი გახარია არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი

 

მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გიორგი გახარია ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი არის.

„გიორგი გახარია საკმაოდ მძლავრად არის თავის პოზიციაზე და ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიცია. მმართველობის სისტემა არის კარგად აწყობილი და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ბოლო ეტაპზე, ბოლო აკორდი, ალბათ იქნება იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელიც გულისხმობს არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ სოციალურ თემებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისათვის ნათელი იქნება ჩვენი პოლიტიკა და ამის წარმატების გარდაუვალობა. რეალობა არის ის, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და გახარია არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები