დონალდ ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტი 2020 წლის არჩევნებში ჩარევის უტიფარი მცდელობაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნეს და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიაზე სახიფათო შეტევა უწოდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
მათი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უტიფარ მცდელობას წარმოადგენს.
„ეს 2016 წლის არჩევნების ეჭვქვეშ დაყენებისა და 2020 წლის არჩევნებში ჩარევის უტიფარი და უკანონო მცდელობაა. იმპიჩმენტის პროცესის დროს რაიმე სახის დანაშაული ან კანონდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა. დონალდ ტრამპი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატების 6-გვერდიან წერილში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის საფუძველი ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები