სერგეი ლავროვი: ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა დღეს არ არსებობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, გასულ წელს, რუსეთი “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა, მონაწილეობდა მათი საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მედიის წარმომადგენლების მიერ ლავროვისადმი დასმული შეკითხვების პასუხებშია ნათქვამი.
„ინტენსიურად ვითარდება დიალოგი მაღალ დონეზე: სამუშაო შეხვედრები გაიმართა პუტინის და ხაჯიმბას, და პუტინისა და ბიბილოვს შორის. აპრილში ლავროვისა და აფხაზი კოლეგის დაურ კოვეს მოლაპარაკება გაიმართა.
რუსეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების აქტიურ მონაწილედ რჩება. გასულ წელს, ამ უნიკალური ფორმატის ოთხი რაუნდი შედგა, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, ჟენევის დისკუსიებს სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან დღეს მათი ალტერნატივა არ არსებობს“,-განაცხადა ლავროვმა.