თეა წულუკიანი: კრიმინალური სამყაროს საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრინციპებით „ნაცმოძრაობა“ მუშაობდა, ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სიცრუეა მოსაზრება, რომ ქართულმა მხარემ ლავასოღლის (მინდია გორაძე) ექსტრადირება არ მოითხოვა. მედიის წარმომადგენლების კითხვას, რომ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ის, საარჩევნო პერიოდში გამოიყენოს წულუკიანმა უპასუხა, რომ ამ პრინციპით “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობდა.

„ის, რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის დაკავებული იყო თურქული მხარის მიერ სწორედ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ მისი ექსტრადიცია მოითხოვა. პროცედურები კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება პირის, თუ სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პრინციპებით მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინდელი ციხეების მთელი სისტემა აწყობილი იყო ისე, რომ პრობაციონერების დაშინებითა და კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით ზეწოლა მოეხდინათ „ნაციონალებს“ ამომრჩევლის ნებაზე. ეს ეპოქა ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, თურქული მედია წერს, რომ საქართველო ლავასოღლის (მინდია გორაძე) მიღებას თუ კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები