ადა მარშანია: “NDI”-ის თანამშრომლებს თუ ნამუსი აქვთ, მათ ნამუსზე იყოს

ჩვენ ან 3 %-ს გვიწერენ, ან 4%-ს. არასოდეს ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” წინ არ ვართ, ის კი არა, “ლეიბორისტები” არიან ჩვენს წინ,- ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

მისი თქმით, მის პარტიას საქართველოს ნებისმიერ წერტილში ლამის ყოველ კვირა შეუძლია ხალხმრავალი აქციის გამართვა.

“ჩვენ ან 3 %-ს გვიწერენ, ან 4%-ს. არასოდეს ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” წინ არ ვართ, ის კი არა, “ლეიბორისტები” არიან ჩვენს წინ. თქვენ თავად განსაჯეთ, ლამის ყოველ კვირა ჩვენ შეგვიძლია უამრავი ხალხმრავალი აქცია საქართველოს ნებისმიერ წერტილში გავმართოთ. იყოს მათ ნამუსზე, თუ ნამუსი აქვთ “NDI”-ის თანამშრომლებს,” – განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი კი “ნაციონალურ მოძრაობას, “ევროპულ საქართველოს“ რვა პროცენტი ასახელებს, “ლეიბორისტულ პარტიას“ ხუთი პროცენტი, ოთხი – “პატრიოტთა ალიანსს“; „პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ სამ-სამი პროცენტი; “გირჩს“ – ორი პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებს ასევე ორი პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები