თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა.
როგორც “კვირას” თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, 61 წლის ქალბატონი ნიუ ჰოსპიტალსშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.