„კომერსანტი“: საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პუტინი, შესაძლოა, „ედინაია როსიას“ ჩაუდგეს სათავეში
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, 2024 წელს ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, მმართველ პარტია „ედინაია როსიას“ ჩაუდგეს სათავეში.
ამის შესახებ „კომერსანტი“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პარტიას მთავრობაზე ექნება კონტროლი, ამიტომ მომავალ პრეზიდენტს, ამის გათვალისწინება მოუწევს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი სცენარი განიხილება, რომლის მიხედვით, პუტინმა, შესაძლოა უშიშროების საბჭოში, ან საქალაქო საკრებულოში გადაინაცვლოს. აღნიშნული კი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეიცვლება ამ უწყებების უფლებამოსილებები.
ამჟამად, „ედინაია როსიას“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობს.
15 იანვარს რუსეთის ფედერალური საკრებულოსადმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.
რუსეთის ლიდერმა, ყოფილი პრემიერისთვის დიმიტრი მედვედევისთვის ახალი თანამდებობა შექმნა – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (უშიშროების საბჭოს მდივანი თავად პუტინია).
მოგვიანებით, პუტინმა დუმას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუტინის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარუდგინა.
მიშუსტინის თანამდებობაზე დამტკიცება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, ყოველ შემთხვვაში დუმა მის კანდიდატურას დღეს განიხილავს.