ირაკლი აბესაძე “NDI”-ის კვლევაზე: შეუძლებელია, ქვეყანაში გამართულ დემოკრატიაზე ვისაუბროთ
“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” კვლევას “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე აფასებს.
მისი განცხადებით, ქვეყანაში გამართულ დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია.
“შეუძლებელია ვისაუბროთ ქვეყანაში გამართულ დემოკრატიაზე და რა თქმა უნდა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ძალიან ლოგიკურია, რომ ამ ფონზე გაზრდილია პოლიტიკური ოპონენტების რეიტინგი. მათ შორის პროდასავლური ოპოზიციის – “ევროპული საქართველოსი” და მისი ლიდერის დავით ბაქრაძის,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისთვის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობა ცუდად გამოკითხულთა 64%-მა შეაფასა. “NDI”-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის მიმართ აქვს.