“NDI”: გამოკითხულთა 31 პროცენტი კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 16 პროცენტი უარყოფითად

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI)კვლევის მიხევდით, გამოკითხულთა 31 პროცენტი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს. 32 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 16 პროცენტი უარყოფითად.

ამავე კვლევის მიხედვით, სადაც ლიდერების საქმიანობაა შეფასებული, გამოკითხულთა 17 პროცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობას კარგად აფასებს, 34 პროცენტი საშუალოდ, 24 პროცენტი კი, ცუდად. კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 12 პროცენტი დადებითად აფასებს, 30 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 25 პროცენტი უარყოფითად.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 8 პროცენტი კარგად აფასებს, 31 პროცენტი საშუალოდ, 34 პროცენტი კი ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

“NDI”-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის “UK aid”-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას “CRRC”-საქართველო ატარებს. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები