NDI – გამოკითხულთა 30% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 64% კი, უარყოფითად

“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში გამოკითხულთა 30 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 პროცენტი – უარყოფითად.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

“NDI”-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის “UK aid”-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას ​ “CRRC”-საქართველო ატარებს. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები