ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – გარდაიცვალა 1 და დაშავდა 4 ადამიანი

თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა. შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები