რუსთავის მერიასთან სტუდენტთა ასოციაციის ორმა წარმომადგენელმა საპროტესტო აქცია გამართა

რუსთავში სტუდენტთა ასოციაციის 2-მა წევრმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი  ქალაქის კეთილმოწყობის პროექტსა და კონსტრუქცია, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში წარწერით “რუსთავი” დაიდგმება, აპროტესტებენ.

“რუსთავის სტუდენტთა ასოციაციამ გადაწყვიტა რომ ის ასიათას ლარიანი მაკეტი გვეჩუქებინა ქალაქ რუსთავის მერიისთვის. ჩვენ ვთვლით და მოსახლეობამაც უნდა იცოდეს რომ ქალაქის თვითმმართველობამ გადაიხადა ასიათასობით ლარი, ამასთან ერთად იმ რკინის კონსტრუქციაში რომელიც ქალაქს არაფერში არ სჭირდება აპირებენ რომ გადაიხადონ მილიონი ლარი. მინდა ავღნიშნო რომ დღეს სახელმწიფოში ტრენდად იქცა მილიონიანი ტენდერები, რომელიც არაფერში არ სჭირდება არც ქვეყანას და არც ჩვენს ქალაქს”,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ მეტრეველმა “რეგიონულ კვირასთან”.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე – ლევან ონიანი აცხადებს, რომ მასშტაბური პროექტი მოსახლეობის დაკვეთით ხორციელდება.
“ეს არის ჰექტარნახევრიანი პროექტი, გზების დაგება , ფილაქნების დაგებას და კონსტრუქციის დადგმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი იყო რუსთაველების დაკვეთა, და ისინი არიან კმაყოფილები ამ პროექტით”,- განაცხადა ლევან ონიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები