ზუგდიდის ტექნოპარკში ”სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის” პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ,(DMO) “სამეგრელოს ტურიზმის სტრატეგია/სამოქმედო გეგმის” პრეზენტაცია გამართა.
“დღეს, საზოგადოებას აქვს იმის საშუალება, რომ გაეცნოს თუ რა შესაძლებლობებია სამეგრელოს რეგიონში კონკრეტულად, ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა და შესაძლებლობა ეძლევა ჩვენს რეგიონს არა სტიქიური, არამედ გეგმაზომიერად განვითარდეს ტურიზმი,”- განაცხადა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
DMO-ს წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის მიზანია ისეთი გზამკვლევის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას.
პროექტის მიმართულებაა, ასევე, რეგიონში ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება.
პროექტის პრეზენტაციას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.