ლოს-ანჯელესში თვითმფრინავის მიერ საწვავის დაღვრის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20 მოსწავლეა (ვიდეო)
ლოს-ანჯელესთან ავიაკომპანია Delta Air Lines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც რეისს შანჰაის მიმართულებით ასრულებდა, საწვავი დაღვარა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ეკიპაჟმა დისპეტჩერებს განგაშის სიგნალი გაუგზავნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საწვავის სკოლების ტერიტორიებზე დაღვრის შედეგად, 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20 ბავშვია. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
როგორც კომპანიაში განმარტეს, საწვავის დაღვრა საგანგებო სიტუაციის გამო გახდა საჭირო, რათა ლაინერის მასა შემცირებულიყო და დაშვების დროს თვითმფრინავის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. Boeing 777-ის ბორტზე 288 მგზავრი იმყოფებოდა.
მომხდარ ინციდენტს აშშ-ის ფედერალური საავიაციო სამსახური შეისწავლის.