ოზურგეთის ცენტრში, სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყააჩაღეს.
ინციდენტი დღეს საღამოს მოხდა. ჯერჯერობით, უცნობია, რა ოდენობის თანხაა სალაროდან წაღებული.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.