მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 14 იანვარს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 157 348 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.130 პროცნეტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.082 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები