14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა – ამ დროშის ქვეშ არის გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი წარსული და მომავალი

სახელმწიფო დროშა არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს, – ასე ეხმაურება გვერდი “Правда по русски / სიმართლე რუსულად” საქართველოს დროშის დღეს.

“საქართველოს სახელმწიფო დროშა იცვლებოდა, მაგრამ როგორც სიმბოლო ყოველთვის აღმატებულ ხარისხში რჩებოდა, ვინაიდან უმაღლეს იდეას ატარებდა;

ის რომ სახელმწიფო დროშა აბსტრაქტული სიმბოლო არ არის, კიდევ ერთხელ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნათლად გამოჩნდა – რუსი ოკუპანტები ქართველ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს დროშის გათელვას აიძულებდნენ, მაგრამ ქართველი არ გატყდა და სამშობლოსთვის ეწამა…
სახელმწიფო დროშის ქვეშ არის გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი წარსული და მომავალი, ასევე ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებულია,”- ნათქვამია გვერდის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები