“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით “თბილისის დინამომ“ ლეგენდების ტურნირზე იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა
ბერლინში დასრულდა ლეგენდების ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო “თბილისის დინამოს” ვეტერანთა გუნდმა და აღნიშნული ტურნირის ვიცეჩემპიონიც გახდა.
“ვითიბი ბანკის” მხადაჭერით “თბილისის დინამომ“ წარმატებით იასპარეზა და ჩატარებული 5 მატჩიდან 3 მოგებით დაასრულა. ტურნირის ბომბარდირად და საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია. ტურნირის საუკეთესო მეკარეებად კი ორგანიზატორებმა დინამოელი გიორგი ლომაია და ბორუსიას გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.
ლეგენდების ტურნირზე, “თბილისის დინამოს“ შემადგენლობაში: კახი კალაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ლომაიამ და სხვა ფეხბურთელებმა იასპარეზეს.
R