ნინო გოგუაძე: სახელმწიფოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა არ გააჩნია

პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მოკვლევის ჯგუფის ანგარიშს წარუდგენს. ჯგუფის წევრებმა ქვეყანაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხი შეისწავლეს.

ნინო გოგუაძის თქმით, სახელმწიფოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა არ გააჩნია.

“მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია სხვადასხვა უწყების მხრიდან აღიარებულია, როგორც საფრთხე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, სახელმწიფოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა არ გააჩნია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ საფრთხედ აღიარება დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და ერთიან პოლიტიკას აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებების დონეზე ჩვენ ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პარლამენტი დოკუმენტზე მსჯელობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები