ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს.
მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა 28-დან 14 მოსამართლე აირჩია.
„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრულ შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს სხვა მოსამართლეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეუთო-ს დასკვნას დეტალურად გაეცნო და მასში ხარვეზებია.
„ჩვენ კომუნიკაცია გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ თანამშრომლობას. არ შეიძლება, ასეთი ხარვეზებით იყოს დატვირთული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დასკვნა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი“, – განმარტა კობახიძემ.