იენს სტოლტენბერგი: ნატოსთვის შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, იქ ყოფნას გავაძლიერებთ
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონი, სტრატეგიული მნიშვნელობის არის და ალიანსი იქ ყოფნას გააძლიერებს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ლუდოვიკო ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შავ ზღვას ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ალიანსი ამ რეგიონში საკუთარი ყოფნის გაძლიერებას გეგმავს“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.