ავსტრიაში ვადაგასულ პროდუქტებს უფასოდ დაარიგებენ

ავსტრიის მთავრობა გეგმავს დაავალოს სუპერმარკეტებს, რომ ვადაგასული საკვები პროდუქტები უფასოდ დაარიგონ.

მსგავსი ზომა გათვალისწინებულია ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის სამუშაო პროგრამაში. საუბარია, საკვები ნარჩენებისგან გათავისუფლების გეგმაზე.

მიზნის მისაღწევად, მთავრობა გეგმავს კომერციული საწარმოების, მწარმოებლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოზიდვას. საკვები პროდუქტების კონტროლს, რომელთა გამოყენების ვადა იწურება, ეროვნული საკოორდინაციო ცენტრი განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემა 2016 წლიდან საფრანგეთში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები