ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, დასავლეთის სპეცსამსახურების ვერსია გახდა ცნობილი

დასავლეთის სპეცსამსახურები უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავში Boeing 737-800-ში, რომელმაც თეირანის აეროპორტში კატასტროფა განიცადა, რაკეტის მოხვედრის ვერსიას გამორიცხავენ.

ამის შესახებ Reuters დასავლეთის სპეცსამსახურებში 5 წყაროზე დაყრდნობით წერს, მათ შორის არიან: სამი ამერიკელი, ერთი ევროპელი და ერთი კანადელი.

წყაროების ინფორმაციით, არ არსებობს არავითარი დასტური იმის, რომ თვითმფრინავი რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული. დასავლეთის სპეცსამსახურები მომხდარის ყველაზე რეალურ მიზეზად, ტექნიკურ გაუმართაობას მიიჩნევენ.

ამის პარალელურად, დღეს, ირანის სამოქალაქო ავიაციამ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, თვითმფრინავს ცეცხლი მიწასთან შეჯახებამდე, ჰაერშივე გაუჩნდა.

ორგანიზაციაში ლაინერის ფრენის ტრაექტორიიდან გამომდინარე აცხადებენ, რომ გაუმართაობის აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან, პილოტებს ავიადისპეტჩერებისთვის შტატგარეშე ვითარების შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, Boeing 737-800 რეისს თეირანიდან-კიევის მიმართულებით ასრულებდა. 8 იანვარს ის თეირანის იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფას 176 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრია. დაღუპულთა უმრავლესობა ირანის მოქალაქეა.

უკრაინაში დღეს გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები