კარლო კოპალიანი “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” კანცლერად აირჩიეს, რის გამოც პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” კანცლერად აირჩიეს.
კოპალიანი თანამდებობას 20 იანვრიდან დაიკავებს, მანამდე კი, საქართველოს პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწევს.
კანცლერის არჩევნებში აკადემიური საბჭოს 35-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა და კარლო კოპალიანს 34-მა დაუჭირა მხარი.
“ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობა დეპუტატობასთან შეუთავსებელია. ამიტომ ვაპირებ მანდატის დატოვებას“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.