ირანში უკრაინის საელჩო: ამ ეტაპზე, ტერაქტის, ან სარაკეტო იერიშის ვერსია გამოირიცხება

ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, თეირანში უკრაინული ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ტექნიკური მიზეზით ჩამოვარდა.

ამის შესახებ საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ძრავასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზის გამო ჩამოვარდა, ამჟამად, ტერაქტის, ან სარაკეტო იერიშის ვერსია გამოირიცხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ამავე ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავზე ბილეთი 168 ადამიანმა შეიძინა, ამჟამად იმის დადგენა მიმდინარეობს, ვინ არ იმყოფებოდა ბორტზე. ასევე ცნობილია, რომ ეკიპაჟის 9 წევრი უკრაინის მოქალაქეა, ყველა მათგანი დაღუპულია.

ირანში უკრაინის ელჩი სერგეი ბურდილიაკი, ავარიის ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები