სურამსა და ხაშურში ტრადიციული ალილო მოეწყო
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სურამსა და ხაშურში ტრადიციული ალილო მოეწყო.
მსვლელობას შეუერთდნენ და საშობაო ქველმოქმედებაში წვლილი შეიტანეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
ალილოს მონაწილეებს სიტყვით მიმართა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა. დასასრულს, ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით, მცირე კონცერტი გაიმართა.