ავსტრალიის ხანძრების კვამლი ჩილემდე და არგენტინამდე აღწევს – დონალდ ტრამპმა ქვეყანას დახმარება შესთავაზა
ავსტრალიაში ტყის ხანძრებით გამოწვეულმა კვამლმა, სამხრეთ აფრიკის სანაპირომდე მიაღწია და სამხრეთ და ცენტრალური ჩილეს ცა დაფარა, იტყობინება ჩილეს მეტეოროლოგიური სამსახური MeteoChile.
„გამოსახულებაზე შეგვიძლია დავინახოთ ავსტრალიიდან მომავალი კვამლი, რომელიც ჩილემდე და არგენტინამდე აღწევს“, – ნათქვამია ცნობაში.
ამის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, სკოტ მორისონთან, სატელეფონო საუბარი გამართა და დახმარება შესთავაზა.
აშშ-ის ლიდერმა დაღაპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
კანბერაში 6 იანვარს, სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობამ, მუზეუმებმა, საბავშვო ბაღებმა და გასართობმა ცებტრებმა, ძლიერი კვამლის გამო, მუშაობა შეაჩერეს.
ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებენ.
9 ნოემბერს, ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარმა, სულ მცირე, 150 სახლი გაანადგურა, სულ მცირე 2 ადგილობრივი დაიღუპა.
11 ნოემბერს შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. სტიქიური უბედურება, ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურად შეფასდა.
ჯამში ხანძრებმა მიწის მილიონობით ჰექტარი გაანადგურა, დაღუპულია 23 ადამიანი, განადგურებულია ათასობით სახლი, სხვადასხვა მონაცემით, სტიქიამ 8 ათასი კოალა და ასობით სხვა ცხოველი შეიწირა.
2 იანვარს ვიქტორიის შტატში მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა.